Sunday, November 11, 2018

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს გავეცანით პედაგოგთა პროექტების პრეზენტაციებს. შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები,გამოვაქვეყნეთ კომენტარები ბლოგზე.
განვლილი ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ხათუნა რუსიეშვილს გაწეული მუშაობისთვის.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Saturday, November 10, 2018

ტრენინგის მერვე დღე

დღეს მოვამზადე ფასილიტაციის მასალები, გავაკეთე ცხრილი და პრეზენტაცია; ვიმუშავე სასწავლო პროექტის პორტფოლიოში არსებული მასალებისა და რესურსების გადამოწმებაზე.
ჩემი პროექტის პორტფოლიო გამოვაქვეყნე ბლოგზე;

Sunday, November 4, 2018

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის ნაშრომის შეფასებაზე,აგრეთვე დიფერენცირებული სწავლების მეთოდებზე.შეფასების სქემები გავაცანით ჯგუფის წევრებს.

Saturday, November 3, 2018

Saturday, October 20, 2018

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის  გეგმის მეოთხე დღეს  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოკვეთის შემდეგ შევადგინე დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი და განვსაზღვრეთ შეფასების ფორმები. გავიგეთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლების პროცესების ხელშეწყობის და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.დავიწყე პრეზენტაციაზე მუშაობა.

Sunday, October 14, 2018

ტრენინგის მესამე დღე

მთავარი კითხვა
  • როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით?
მოდულის საკვანძო კითხვები
  • როგორ შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები?
  • როგორ შეიძლება დავგეგმო მოსწავლეზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება?

Sunday, October 7, 2018

ტრენინგის მეორე დღე

მოვამზადე პუბლიკაციები. დავიწყე მშობლის ბროშურების მომზადება.

Saturday, October 6, 2018

ტრენინგის პირველი დღე

  • ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა
  • პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად
  • პროექტის გეგმის შაბლონის, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკისა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშების გაცნობა
  • პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა